19 აპრილი 2024,   20:14
ვრცლად
ვულოცავ ქართულ მართლმსაჯულებას, რომ 10-წლიანი დანაშაულის მქონე პირს დღეს ტაშს უკრავდნენ - გურამ დონაძე

"ვულოცავ ქართულ მართლმსაჯულებას, რომ 10-წლიანი დანაშაულის მქონე პირს დღეს ტაშს უკრავდნენ სასამართლო დარბაზში,"- ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ თავი დამნაშავედ ცნო. ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  

„ვულოცავ ქართულ მართლმსაჯულებას, რომ 10-წლიანი დანაშაულის მქონე პირს დღეს ტაშს უკრავდნენ სასამართლო დარბაზში და გურამ დონაძეს, რომელსაც გადაღება აქვს გაყალბებული და ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ უფლებამოსილებას გადააჭარბა და ოპერატორს უთხრა, რომ „ეს ჩადებული ავტომატი გადაიღეო,“ ეს უხარიათ. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ამას ხვდებიან ტაშით,- განაცხადა გურამ დონაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები