20 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
კინოს, მუსიკისა და სპორტის ვარსკვლავების პირადი ნივთები აუქციონზე იყიდება

კინოს, მუსიკისა და სპორტის ვარსკვლავების პირადი ნივთები აუქციონზე იყიდება. აუქციონის სახლმა გასაყიდად მაიკლ ჯექსონის, მერლინ მონროს, სტივ მაკქვინის და ელვის პრესლის კუთვნილი სასცენო კოსტიუმები, ყოველდღიური ტანსაცმელი და აქსესუარები გამოიტანა. მათ შორისაა მაიკლ ჯექსონის ცნობილი ხელთათმანი, რომელიც 2 ათას დოლარადაა შეფასებული.

მსურველებს ონლაინ აუქციონზე შეუძლიათ ჰოლი ბერის, ლედი გაგას და ბრედ პიტის ტანისამოსი შეიძინონ.

ლოტებს შორის არის რეკვიზიტები ფილმებიდან, მათ შორის ერთ-ერთი ძვირადღირებული ბეტმენის ავტომობილია.

აუქციონი ლოს-ანჯელესში ხვალ გაიმართება. ვაჭრობაში მონაწილეობა ონლაინ რეჟიმში ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

დღის ამბები