18 ივნისი 2024,   10:26
ვრცლად
ტერაქტების სერია საფრანგეთში მსხვერპლით დასრულდა

ტერაქტების სერია საფრანგეთში მსხვერპლით დასრულდა. თავდამსხმელი, რომელმაც ქალაქ ტრების სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა, შტურმის დროს მოკლეს.

ტერორისტი 26 წლის წარმოშობით მაროკოელი ახალგაზრდა იყო. მან პირველი თავდასხმა მძევლების აყვანამდე ქალაქ კარსაკონში მოაწყო, სადაც სადაც ჯერ მანქანა გაიტაცა, ერთი მგზავრო მოკლა და მძღოლი დაჭრა, შემდეგ კი პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი და ერთი მათგანი დაჭრა.

მომხდარიდან 20 წუთში ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქ ტრების ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა. ორი ადამიანი მან სწორედ მაღაზიაში მოკლა.

თავდამსხმელი აცხადებდა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრია და პარიზის ტერაქტების ორგანიზატორის, სალაჰ აბდესლამის გათავისუფლებას ითხოვდა.

წინასწარი ინფრომაციით, ტერორისტი მარტო მოქმედებდა, თუმცა, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მას თანამზრახველებიც ჰყოლოდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები