19 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გატაცებული ორი ქართველი თავისუფალია - ადგილობრივები კვლავ შიშში ცხოვრობენ

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გატაცებული ორი ქართველი თავისუფალია. რუსმა ოკუპანტებმა იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული მძევლად წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოდან აიყვანეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახს ფულს სთხოვდნენ.

ადგილობრივები ყვებიან, ქართველი სამართალდამცველების პატრულირება რუსი ოკუპანტებისთვის დამაბრკოლებელი არ არის, ისინი ხშირად საოკუპაციო ხაზს მიღმა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან და მძველები აჰყავთ.

ეკლესიის ეზოდან მძევლად აყვანილი ორი მოქალაქის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას წინაპართა საფლავებზე გასვლის ეშინია.

სოფლის თითქმის ყველა სასაფლაო საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, რის გამოც, აღდგომას საფლავზე გასვლა დიდი რისკთან არის დაკავშირებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები