27 აპრილი 2024,   01:01
ვრცლად
ევროკავშირი სოლსბერის თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სადამსჯელო ზომებს გაატარებს

ევროკავშირი უახლოეს დღეებში სოლსბერის თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სადამსჯელო ზომებს გაატარებს. წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ და მათ შესახებ ცნობილი ორშაბათს გახდება.

სკრიპალის მოწამვლის საქმე ევროკავშირის ორ დღიანი სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ბრიუსელში არ გამორიცხავენ, რომ ბრიტანეთის მსგავსად რუსი დიპლომატები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდანაც გააძევონ. მათ შორის სახელდება პოლონეთი, საფრანგეთი და ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო.

დღეს ანგელა მერკელმაც დაადასტურა, რომ სოლსბერის თავდასხმაში რუსეთის მონაწილეობის მტკიცებულება მყარია. შემდგომი კონსულტაციებისთვის ევროკავშირმა რუსეთიდან ელჩი უკვე გაიწვია.

დღის ამბები