27 ივლისი 2024,   03:41
ვრცლად
ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა

ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე 6 წლის შემდეგ, ხმაურიან სასამართლო პროცესს დღეს პირველად დაესწრო და პირველივე დაკითხვის დროს ხელი საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ზურაბ მიქაძეს დაადო.

ბაქრაძის მტკიცებით, ამირან რობაქიძეს იარაღი არ ჰქონდა და ადგილზე ავტომატი ზურაბ მიქაძემ მიიტანა. მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და დანაშაულის ინსცენირების თანამონაწილე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მაშინდელი უფროსი, გურამ დონაძე იყო.

ყველა ბრალდებული დღეს პროცესზე აცხადებდა, რომ კანონის მიხედვით პროკურატურას არ ჰქონდა უფლება ბაქრაძე მოწმის სტატუსით დაეკითხა, რადგან პროკურატურას ბაქრაძე მოწმეთა სიაში არ ჰყავდა შეყვანილი. ბრალდებულების და მათი ადვოკატების ამ განცხადებას დარბაზში დაპირისპირება და სოსო რობაქიძის სხდომიდან გაძევება მოჰყვა.

ბაქრაძის ჩვენებას სამარცხვინოს და ტყუილს უწოდებს კიდევ ერთი ბრალდებული, გურამ დონაძე.

ბრალდებული ზაზა ბაქრაძე 6 ბრალდებულიდან ერთადერთია, რომელიც ამ წლების განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა და არც სასამართლო სხდომებს არ ესწრებოდა.

დღევანდელ პროცესზე იურისტების ნაწილმა მისი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა თავად ბრალდებულმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ციხეში დაელოდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები