27 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
მოძებნე გადაცემის ჩანაწერი
უიქენდის სეზონის შეჯამება
  გადაცემის შესახებ

Weekend - გადაცემა, რომელიც დაგავიწყებთ ყველა პრობლემას და საათ-ნახევრის განმავლობაში ნამდვილ დღესასწაულს მოგიწყობთ. ყოველ შაბათ-კვირას, 12-საათიანი კურიერის შემდეგ, "რუსთავი 2 - ის" პირდაპირ ეთერში თქვენ გელით მხიარული წამყვანების შოუ ბევრი მუსიკითა და გართობით. ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ აღმოაჩინოთ გამორჩეული ისტორიის მქონე შენობები, იმოგზაუროთ ქართული კინოს ლეგენდების სამყაროში, მიიღოთ სასარგებლო რჩევები ფსიქოლოგისგან, აღმოაჩინოთ გასტრონომიული შედევრები სხვადასხვა რეგიონში, გაიგოთ წარმატებული ადამიანების წინსვლის საიდუმლოები და გაიცნოთ პიროვნებები, რომლებმაც ქალაქის ხმაურს სოფლის მყუდროება არჩიეს.

ქართული კულტურის სიახლეებს კი ჩვენი ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში გაგვაცნობენ. ასე რომ, თუ უქმეებზე გასართობს ეძებთ, "რუსთავი 2-ის" შუადღის გადაცემის გუნდი სათანადო მეგზურობას გაგიწევთ.

    გადაცემის ჩანაწერები
< ყველა გადაცემა