15 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
გიორგი ცუცქირიძე საფრანგეთის "ტოპ 14"-ის სარაგბო კლუბ "სტად ფრანსეს" შეუერთდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ცუცქირიძემ "ტოპ 14"-ის, პარიზის "სტად ფრანსესთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 25 წლის მორაგბის ხელში ჩაგდებას პარიზელები ორი წელია ცდილობენ.

ჯერ პანდემიამ, შემდგომ კი ტრავმამ, ტრანსფერი შეაფერხა, თუმცა ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ცუცქირიძეს გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ დაუკავშირდნენ და ის მომავალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს.

გიორგი ცუცქირიძის სანაკრებო დებიუტი 2017 წელს, ბელგიასთან შედგა. მის ანგარიშზე 24 კეპი და 3 გატანილი ლელოა.

დღის ამბები