საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ესპანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ტრავმის გამო მომავალ შეხვედრას გამოტოვებს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ბითაძე.
გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებენ მსოფლიოს ჩემპიონები, ესპანეთის ნაკრებს "ევროლიგაში" და NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკავიო ეტაპის "ჯი" ჯგუფს ამ დროისთვის 8-8 ქულით ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებები ლიდერობენ. მესამე ადგილზე 6 ქულით უკრაინის ნაკრებია. საქართველო-ესპანეთის საკალათბურთო დაპირისპირება სპორტის ახალ სასახლეში 19 საათზე დაიწყება.