26 თებერვალს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს სამტრედია და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდნენ. სამტრედიამ მეტოქე 2:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული.
შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ტორპედოელებმა მე-17 წუთზე შეძლეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი გიორგი გურულმა თავით "სამტრედიის" კარში გადაგზავნა და თავისი გუნდი დაააწინაურა. სამტრედიელებმა ანგარიში 28-ე წუთზე დავით რაჟამაშვილის გოლით მოახერხეს. მეორე ტაიმში კი გამარჯვების გოლი 58-ე წუთზე ტორპედოს მეკარის კვასხვაძის შეცდომით სგიორგი ბერიაშვილმა გაიტანა.
ფოტო: GFF