15 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ბექა ღვიანიშვილის ეფექტური ილეთი ბოლო წამებზე და დამარცხებული ოლიმპიური ჩემპიონი

ბექა ღვინიაშვილმა დიუსელდორფის გრან პრი მოიგო. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ოლიმპიური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი (81 კილოგრამ წონით კატეგორიაში) ხასან ხალმურზაევი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე შესრულებული ვაზარი-შებოჭვით დაამარცხა.

ღვიანიშვილმა გემანიაში გამართულ ტურნირზე ხუთი შეხვედრის მოგება მოახერხა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქრო მოუტანა. ჩემპიონი გახდა  ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ), ვერხლის მედლები კი  ამირან პაპინაშვილის (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილის (73 კგ) ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრიზე 45 ქვეყნის ნაკრებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ირაკლი ცირეკიძის მიერ მომზადებულმა გუნდმა ტურნირი 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.

დღის ამბები