ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურინის იუვენტუსმა პირველი შეხვედრა სტუმრად მონაკოსთან ჩაატარა და მეტოქე 0:2 დაამარცხა. შეიძლება უკვე ითქვას, რომ ტურნინულ კლუბს ფინალში თამაში გარანტირებული აქვს.
შეხვედრაში დუბლის შესრულება გონსალო იგუაინმა მოახერხა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 9 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალურ წყვილში მადრიდის რეალმა თანაქლაქელი ატლეტიკო 3:0 დაამარცხა და განმეორებით მატჩს 10 მაისს ჩაატარებს.