ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იასპარეზებს. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი ახმეტ ჩაკაევი იქნება.
ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.