ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კლუბის ფეხბურთელებს დიდ პრემიებს ჰპირდება. კერძოდ, პერესი მზადაა ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში პრემიებისთვის 40 მილიონი ევრო გამოყოს.
წყაროს ცნობით თანხის ძირითადი ნაწილი კლუბის ფეხბურთელებზე გადანაწილდება. პრემიას მიიღებს მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები.
მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იმყოფება - ატლეტიკო პირველ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა და ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ლა ლიგაში კი კლუბი ბარსელონასთან თანაბარი 84-84 ქულით ლიდერია, თუმცა სამეფო კლუბს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.