დღეს ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების სეზონის პირველი ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. ტურინის იუვენტუსი საკუთარ მოედანზე მონაკოს უმასპინძლებს. იტალიურმა კლუბმა სტუმრად 0:2 დაამარცხა მეტოქე, აქედან გამომდინარე წყვილის უპირობო ფავორიტი სწორედ ბებერი ქალბატონია.
გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ და აქედან 3 მატჩი იუვენტუსმა მოიგო, ერთხელ მონაკომ და 1 შეხვედრაც ფრედ დასრულდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე 2 ბურთის სხვაობით წაგებული თამაშის შემდეგ, ჯერჯერობით არავინ გასულა ფინალში, თანაც იუვენტუსის წაუგებელი სერია ევროთასებზე უკვე 22 მატჩია გრძელდება.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.