ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი დაუპირისპირდებიან.
სამეფო კლუბმა ნახევარფინალში თანაქალაქელი ატლეტიკო ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში. მადრიდის რეალს შანსი აქვს ისტორიაში პირველი კლუბი გახდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ 2-ჯერ მოიგებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 3 ივნისს კარდიფში გაიმართება.