15 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
მეომრების ურთულესი "ქამბექი" და ფაჩულიას ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი

ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში, ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. გოლდენ სტეიტ უორიორსმა კი სან-ანტონიოს 25-ქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და 113:111 დაამარცხა.

ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გოლდენ სტეიტის სამწვრთნელო შტაბმა ფაჩულია მოედანზე 25 წუთი დატოვა და მან ამ დროში 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ერთიც დაფარება მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის თანაგუნდელებიდან ყველაზე შედეგიანები იყვნენ 40 ქულით სტეფ კარი და 34 ქულით კევინ დურანტი. მეტოქეთაგან კი 28 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი და 26 ქულით კევი ლეონარდსი.

გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის ფინალში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო მატჩს კი 17 მაისს, ისევ საკუთარ პარკეტზე ჩაატარებს.

დღის ამბები