ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში ლა ლიგის ფავორიტებმა მადრიდის რეალმა და ბარსელონამ დამაჯერებლად მოიგეს და თანაბარი 87-87 ქულა აქვთ. სამეფო კლუბმა საკუთარ მოედანზე სევილია 4:1 დაამარცხა, ბარსელონამ კი სტუმრად ლას პალმასი 1:4.
ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი და თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონი ბარსელონა გახდება, თუმცა რეალს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და 17 მაისს სტუმრად სელტას დაუპირისპირდება - ამ შეხვედრაში ბლანკოსმა როგორც მინიმუმ არ უნდა წააგოს და ბოლო ტურში გამარჯვება უნდა მოიპოვოს, რაც სამეფო კლუბისთვის არ უნდა იყოს რთული ამოცანა, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
38-ე ბოლო ტურში კი რეალი სტუმრად მალაგას შეხვდება, ბარსელონა კი ეიბარს უმასპინძლებს. ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა სწორედ ბოლო ტურში გახდება ცნობილი.