საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
7 ივნისს, 20 საათზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. 11 ივნისს კი ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას სტუმრად მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს.
გთავაზობთ, ნაკრების შემადგენლობას;
მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე.
მცველები: ოთარ კაკაბაძე, უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ჯემალ ტაბიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა შერგელაშვილი, ლაშა დვალი.
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, მურთაზ დაუშვილი, ოთარ კიტეიშვილი , ვაკო გვილია, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი მერებაშვილი.
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული, ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი არაბიძე.
წყარო: GFF