15 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
20 წლამდე მორაგებთა მსოფლიო ჩემპიონატი - მონაწილე გუნდები საქართველოში იმყოფებიან

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო 20 წლამდე მორაგებთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს. ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ათასზე მეტი ოფიციალური სტუმარი ეწვევა, მათ შორის მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი, ბილ ბომონთი.

პრესტიჟულ გათამაშებაში საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა წამყვანი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მონაწილე გუნდები ეტაპობრივად ჩამოდიან ქვეყანაში. საქართველოშია მსოფლიო თასის 5-გზის გამარჯვებული ახალი ზელანდია და მოქმედი ჩემპიონი ინგლისის ნაკრები. გამთენიისას თბილისს ესტუმრა ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი სამხრეთ აფრკის გუნდი.

მსოფლიო თასი სტარტს 31 მაისს დაიწყება. თამაშები თბილისში და ქუთაისში ჩატარდება.

დღის ამბები