ფრანჩესკო ტოტიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. იტალიის სერია A-ს 2016-2017 წლების სეზონი დასრულდა - რომამ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.
რომში სტადიო ოლიმპიკო ტოტის 25 წლიანი კარიერა დასრულდა. ის სამართლიანად მიიჩნეოდა გუნდის სიმბოლოდ. ტოტის წარმატება მხოლოდ ერთ გუნდს უკავშირდებოდა და ამიტომაც მის გასაცილებლად უამრავი გულშემატკივარი მივიდა და გაცილებაც საკმაოდ ემოციური გამოვიდა. ტოტი საპატიო წრეზე შვილებთან ერთად გავიდა და ცრემლებს ვერ იკავებდა.