ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს. ბასილაშვილმა დიდი სლემის ტურნირის მეორე რაუნდში სერბი ვიქტორ ტროიცკი 3 სეტში 7:6(3), 7:6(2), 7:6(6) დაამარცხა და 1/16 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რაფაელ ნადალი-რობინ ჰაასეს წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.