ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალის ლიდერი და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანო რონალდო სამეფო კლუბის პრეზიდენტს შეხვდა. საუბრის თემა ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი გახლდათ.
ბოლო დროს მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რონალდოს ბლანკოსის დატოვება სურდა. 4 ოქროს ბურთის მფლობელი გაღიზიანებული იყო ესპანეთის პროკურატურის ბრალდებებზე, რომელიც მას გადასახადების დამალვას ედავება და რონალდოს სოლიდური ჯარიმის გადახდა ემუქრება.
Marca-ს ცნობით, შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ კრიშტიანო არ დატოვებს მადრიდის რეალს. სამაგიეროდ კლუბის სრულ მხარდაჭერას მიიღებს და სავარაუდოდ პროკურატურის მიერ მოთხოვნილ ჯარიმის თანხასაც სამეფო კლუბი გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პროკურატურა რონალდოს 2011-2014 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 14,768,897 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვას ედავება.