15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ელ კლასიკოს შემდეგ ნეიმარი 15 წუთით მადრიდის რეალის გასახდელში იმყოფებოდა

მაიამიში სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე ელ კლასიკო გაიმართა. ბარსელონამ მადრიდის რეალი 3:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ ბლაუგრანას ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარი სამეფო კლუბის გასახდელში 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი რეალის ფეხბურთელებს დაემშვიდობა და მათ მისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. გასახდელიდან ნეიმარი სერხიო რამოსის მაისურით დაბრუნდა.

უცხოური მედიის ცნობით, 25 წლის ბრაზილიელი პსჟ-ში გააგრძელებს კარიერას.

დღის ამბები