08 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მეფე კვირიკე მესამის საფლავი აღმოაჩინეს

გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მეფე კვირიკე მესამის საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კალაურის ტაძრის წინამძღვარი, მამა ილია ჯანიაშვილი ავრცელებს. მამაოს ინფორმაციით, მეფის ძვალშესალაგს სოფლის საფლავებთან მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს. რის შემდეგაც, ადგილზე ძეგლთა დაცვის სპეციალისტები ჩავიდნენ და საფლავის გასუფთავება დაიწყეს.

დაიწყება თუ არა გათხრის სამუშაოები, ჯერ-ჯერობით უცნობია. მეფე კვირიკე მესამე 1010-1037 წლებში კახეთ-ჰერეთის მეფე იყო.

დღის ამბები