20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
მაქვს უხერხული კითხვები პაპუნა უგრეხელიძესთან - თეა წულუკიანი სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს

„ჩემი პოზიცია დღეს, იმ მომენტში, როცა პაპუნა უგრეხელიძე იმყოფება მივლინებაში, არის ის, რომ მე მას, როგორც ქალმა მინისტრმა უნდა მოვუსმინო,“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პაპუნა უგრეხელიძისადმი მიმართული ბრალდებების შეფასებისას გააკეთა.

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ყოფილი თანამშრომლები ადანაშაულებენ. „შაბათის კურიერთან“ მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრი, პრემიერსა და პრეზიდენტთან ერთად ამ საკითთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე დავას პირადად პაპუნა უგრეხელიძე აწარმოებს.

„მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც არა იუსტიციის სამინისტრო, არა საჯარო რეესტრი, არამედ ის პირადად, არის მოპასუხე. შესაბამისად, ამ საქმის მასალები იცის მან და მეორე მხარემ მხოლოდ," - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, მისი მოადგილე პაპუნა უგრეხელიძის ადვოკატს შეხვდა და მასალებს გაეცნო.

„დღეს ჩემი მოადგილე, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი პაპუნა ჯერ ჩვენთან ერთად არ არის და ხვალიდან დაბრუნდება, შეხვდა უკვე მის პირად ადვოკატებს იმისთვის, რომ მასალებზე წვდომა გვქონოდა. მე მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის, უხერხული კითხვებიც მასთან. როგორც კი შევხვდები, უკვე ინფორმირებულ პოზიციას დავაფიქსირებთ,“ – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, პაპუნა უგრეხელიძის პოზიციის მოსმენის შემდეგ დააფიქსირებს უფრო მკაფიო პოზიციას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ პოზიციებს, მათ შორის, ძალიან მკაცრ პოზიციებს დავიჭერთ და მე ასეთები დამიჭერია ჩემი სისტემის მამაკაცებისადმი, ოღონდ ეს საქმეები არ გახმაურებულა და ცუდად დამთავრებულა მათთვის ჩვენს სისტემაში კარიერა წარსულში. მაგრამ ეს პოზიციები დამიჭერია მას მერე, რაც მინახავს ყველა დოკუმენტი, მტკიცებულება და მეორე მხარისთვის მომისმენია,“ - განაცხადა მინისტრმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები