18 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
11 წლის მოზარდის სიცოცხლეს, რომელსაც ქეთევან ციხელაშვილის მანქანა დაეჯახა, საფრთხე არ ემუქრება

ქეთევან ციხელაშვილმა ინგოროყვას სახელობის კლინიკა დატოვა. მან 11 წლის მოზარდი მოინახულა, რომელსაც მისი მძღოლი დაეჯახა. მინისტრის ინფორმაციით ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. ავტომანქანაში, რომელიც 11 წლის მოზარდს დაეჯახა თავად მინისტრიც იჯდა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ადგილზე ჩაუტარდა მძღოლს ალკოტესტი და მას ნასვამობა არ დაუდასტურდა. მანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები