22 დეკემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"ქალბატონმა მაიამ პრემიერთან მიშუამდგომლა" - სეთურიძე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა 

საგზაო დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა.  სეთურიძე მიზეზად ახალი ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკას ასახელებს და ამბობს, რომ მათ ამის საშუალება უნდა მიეცეთ.

საგზაო დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მან თავად მიიღო წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა კი პრემიერთან უშუამდგომლა.

სეთურიძე დეპარტამენტში კორუფციის არსებობას გამორიცხავს და ამბობს რომ მის უწყებაში ყველა ტენდერი გამჭვირვალე იყო.

„ახალ ხელმძღვანელობას უნდა მივცეთ საშუალება რომ თავიანთი საკადრო პოლიტიკა გაატარონ . ჩემი სურვილი დაკმაყოფილდა და მიშუამდგომლა ქალბატონმა მაიამ პრემიერთან ჩემი გათავისუფლების თაობაზე.

გზების დეპარტამენტში კორუფციის დაბალი დონე კი არა, უნდა ვთქვა, რომ ნოლთან არის ახლოს კორუფციის დონე და ტენდერების ჩატარების გამჭვირვალობა და სამართლიანობა არის უმაღლეს ზღვარზე,“-აცხადებს ხეთურიძე.

შეკითხვაზე, თუ რატომ მიიღო ახალმა მინისტრმა პირველი საკადრო ცვლილების განხორციელებისას მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სეთურიძე ამბობს: „საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ალბათ აქ არის უბრალოდ პირადი შეხედულებები“.

მან ასევე ისაუბრა ირაკლი ქარსელაძეზე, რომელიც ამ თანამდებობაზე სეთურიძის შემცვლელად უკვე დასახელდა. როგორც სეთურიძე აღნიშნავს, ქარსელაძე დიდი ხანია იცნობს მინისტრ მაია ცქიტიშვილს და მინისტრს სავარაუდოდ, მის მიმართ უფრო მაღალი ნდობა აქვს.

„ირაკლი ქარსელაძე და ქალბატონი მინისტრი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ აქედან გამომდინარე ნდობის უფრო მაღალი ფაქტორი არსებობს,“ -ამბობს სეთურიძე.

სეთურიძე უარყოფს იმ ბრალდებებს, რომელიც მის საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთხელ გააჟღერა ოპოზიციამ. სეთურიძე ამბობს, რომ ამ ბრალდებების გამო სამართალდამცველები მისი საქმიანობით არ დაინტერესებულან.

„სამართალდამცველების მხრიდან არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არანაირი კითხვა არ ყოფილა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ყველა ის ფაქტი, რომელიც იყო გაჟღერებული კონკრეტული პოლიტიკური ძალის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია,“-აცხადებს სეთურიძე.

შეკითხვაზე, დაინტერესების შემთხვევაში ითანამშრომლებს თუ არა ის გამოძიებასთან ის აცხადებს : „რასთან დაკავშირებით ვითანამშრომლო? თუ ფაქტები არ არსებობს ჭორებზე? ვიჭორავოთ.“-აცხადებს სეთურიძე "რუსთავი2"-თან საუბრისას. 

დღის ამბები