21 დეკემბერი 2024,   19:47
ვრცლად
პროდუქტები გაძვირდა - სიის სათავეში ხილი და ბოსტნეულია

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს, რომ ცხოვრება გაძვირებულია. სიის სათავეში ხილი და ბოსტნეულია. ოფიციალური მონაცემებით, გასული წელთან შედარებით, ხილის ფასი ქართულ ბაზარზე 25%-ით გაიზარდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბოსტნეულის ფასმა 7%-ით მოიმატა. ფასის მატებას ადასტურებენ ბაზრებშიც, სადაც ამბობენ, რომ ზოგიერთი დასახელების პროდუქტზე ფასების არა 25%-ით, არამედ 50%-ით გაზარდეს.

მყიდველები კი აცხადებენ, რომ რომ სიძვირის გამო, სახლში ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლები პროდუქტით ბრუნდებიან.

ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, ბოლო წლის განმავლობაში, ხორცპროდუქტები 4-ნახევარი, თევზეული კი 3%-ით გაძვირდა. გასულ წელთან შედარებით, 5%-ით არის მომატებული რძის პროდუქტების ღირებულებაც.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ 11%-ით გაიზარდა თამბაქოს ფასი, 1%-ით კი ალკოჰოლური სასმელების, გაიაფებულია შაქარი და ტკბილეული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალი მონაცემებით, მოიმატა კომუნალურმა გადასახადებმა, წყლის ფასი - 8%-ით გაძირდა, დენისა და ბუნებრივი აირის ღირებულებამ კი - 5-ნახევარ პროცენტამდე მოიმატა.

ეკონომისტები განმარტავენ, რომ ფასების ზრდა არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ეროვნული ვალუტის კურსის ხშირ ცვლილებას უკავშირდება.

 

დღის ამბები