21 დეკემბერი 2024,   19:09
ვრცლად
ევროკავშირი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის"

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის." უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრეს-მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული წინადადებათა პაკეტი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის მიზნით, სრულად შეესაბამება იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დღესაც ახორციელებს. ევროკავშირი ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტისგან ელოდება.

დღის ამბები