26 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
მყინვარწვერზე გარდაცვლილი ბელგიელი ტურისტის ცხედრის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება 

ყაზბეგში, მყინვარწვერზე გარდაცვლილი ბელგიელი ტურისტის ცხედრის ამოყვანა ამინდის გაუარესების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ბელგიის ერთი მოქალაქე ზღვის დონიდან 4 ათას 900-ს მეტრ სიმაღლის მთიდან დაშვებისას სავარაუდოდ, თოკის გაწყვეტის გამო დაიღუპა.

დაშავებულია ტურისტების ქართველი გამყოლიც. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი ბელგიელი ტურისტი, რომლის გადარჩენა უბედური შემთხვევის დროს, ქართველმა გამყოლმა შეძლო. ტურისტი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

„დაშვების დროს, სავარაუდოდ, თოკმა ვერ დაიჭირა ყინულზე და მოწყდა, ჩამოვარდნენ სიმაღლიდან და სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიიღეს ტრავმა. ერთი ბელგიის მოქალაქე, რომელმაც მიიღო თავის ტრავმა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. მეორე არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ხელის ტრავმა აქვს, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამაშველო ღონისძიება, ამ მომენტში, რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის სიტუაციის გამო შეჩერებულია, ვერტმფრენი ვერ ახერხებს კიდევ ერთხელ ასვლას იმ ადგილზე. ველოდებით, როგორც კი გაუმჯობესდება  ამინდი, განახლდება სამუშაო ღონისძიება,“ - აცხადებს მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თემურ მონიავა.

დღის ამბები