16 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ევროკავშირში ეროვნული იდენტობით - საქართველოს პრემიერის გამოსვლა კონსერვატორთა კონფერენციაზე

რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ქრისტიანობას და როგორ შეინარჩუნა ჩვენმა ქვეყანამ სარწმუნოება და იდენტობა - ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს, საქართველოს წარსული გააცნო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წარსულში არსებული გამოწვევები არსად გამქრალა, რადგან დღევანდელი პრობლემებიც იმ დაბრკოლებების მსგავსია, რომლის წინაშეც საქართველო საუკუნეების მანძილზე იდგა.

პროპაგანდის პრევენციის, ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობის შესანარჩუნებლად, პრემიერის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებები დაინიცირდა. კონფერენციის სტუმრებს ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის არსი და პრიორიტეტები გააცნო.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უნგრეთი ოჯახური ფასეულობებისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე დგას. ირაკლი კობახიძემ უნგრელი კოლეგა შეაქო და განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი მისაბაძი მაგალითია. თავის მხრივ, ორბანი ქართველ სტუმარს განსაკუთრებულად მიესალმა და ის გროსმაისტერს შეადარა.

საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები განიხილეს ვიქტორ ორბანმა და ირაკლი კობახიძემ პირისპირ შეხვედრის დროს. საუბრის დროს ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ითქვა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე გადასვლისკენ.

"კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას,"-1974 წლიდან ატარებს "ამერიკის კონსერვატორთა კავშირი". კონფერენციის სპიკერები იყვნენ ამერიკის პრეზიდენტები-მათ შორის რონალდ რეიგანი, დონალდ ტრამპი და სხვა, გამორჩეული პოლიტიკური ფიგურები,
თავდაპირველად კონფერენცია მხოლოდ აშშ-ში იმართებოდა, თუმცა წლების განმავლობაში მასპინძელი ქვეყნები გახდნენ იაპონია, ბრაზილია ავსტრალია. უკვე მესამე წელია, კონფერენცია უნგრეთში ტარდება.

დღის ამბები