11 ოქტომბერი 2024,   21:17
ვრცლად
მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად - ევროპული საქართველო

"მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად," - ამის შესახებ პარტია ევროპული საქართველოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, ოპოზიციის მხრიდან გამოხატულ ბოიკოტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები არათანმიმდევრულად იქცევიან.

„ოპოზიციური პარტიების პოზიცია არის სრულიად არათანმიმდევრული და აბნევს ამომრჩეველს, როდესაც იძახიან, რომ, ერთი მხრივ, აზრი არ აქვს არჩევნებს და მეორე მხრივ, იძახიან, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა გვყავდეს... მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს თესავს უნდობლობას არჩევნების მიმართ და განცდას, რომ მოუშორებელია ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ათი ოპოზიციური პარტია პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

 

დღის ამბები