06 ოქტომბერი 2024,   07:37
ვრცლად
GEM Fest წელს კერძო ტერიტორიაზე ჩატარდება - ხელისუფლების უარს გიორგი სიგუა საჯარო ბრალდებით პასუხობს

GEM Fest-ს მისამართის შეცვლა მოუწევს -  რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის საორგანიზაციო გუნდს წელს სახელმწიფომ თანამშრომლობასა და ანაკლიაში მიწის მიქირავებაზე უარი უთხრა.

ფესტივალის დამფუძნებლის, გიორგი სიგუას, განცხადებით, ერთ-ერთ ადგილობრივთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რომელმაც საკუთარი მიწა საფესტივალოდ უსასყიდლოდ დაუთმო და GEM Fest წელს კერძო ტერიტორიაზე ჩატარდება.

ფესტივალის დამფუძნებლის, გიორგი სიგუას, განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან უარის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო. ის დარწმუნებულია, რომ უარის ერთადერთი მიზეზი ხელოვნური ბარიერის შექმნა და ხელის შეშლაა.

გიორგი სიგუა ამბობს, რომ მთავრობის მაღალჩინოსნებს პირადი ფინანსური ინტერესის გამო, სავარაუდოდ, მისი წარმატების მითვისება სურთ.  

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში კურიერს განუმარტეს, რომ ხელისუფლება ანაკლიაში GEM Fest-ის ალტერნატულ პროექტს მართლაც გეგმავს და სიგუასთვის მიწის რამდენიმე დღით მიქირავებაზე უარის მიზეზიც სწორედ ეს არის.

GEM Fest 2018-ის პრობლემებისა და სახელმწიფოს უარის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია უკვე აქვთ. ისინი ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ, ეყოლებათ თუ არა სეზონზე სტუმრები და შეძლებენ თუ არა ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის გამო დაწყებული ბიზნეს საქმიანობის გაგრძელებას.

GEM Fest-ის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა, მთავრობას მოუწოდებს, ხელი ფესტივალის კერძო ტერიტორიაზე ჩატარებაში მაინც არ შეუშალოს. ამისთვის მას, სავარაუდოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა დასჭირდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები