სოფელ აძვიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი გაიტაცეს.
წინასწარი ინფორმაციით, მოქალაქეები ტაძარში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში გატაცების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ "მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია".
სოფელ აძვიდან ორი მოქალაქე ოკუპანტებმა ორი კვირის წინაც გაიტაცეს. 21 მარტსაც საქართველოს მოქალაქეები ასევე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ აღდგომის დღეებში ოკუპირებულ საფლავებზე გასულ მოქალაქეებს რუსი ჯარისკაცები ჩასაფრებას უწყობენ და მძევლად აჰყავთ.