21 დეკემბერი 2024,   20:09
ვრცლად
დონალდ ტრამპმა პერუში ვიზიტი გააუქმა

დონალდ ტრამპმა პერუში ვიზიტი გააუქმა.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი აღარ დაესწრება სამიტს და სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე ამერიკის საპასუხო ზომებზე მსჯელობას გააგრძელებს. საბოლოო გადაწყვეტილებას სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ კი უახლოეს საათებში მიიღებს.

დონალდ ტრამპმა უკვე გამართა კონსულტაციების პირველი რაუნდი და დოუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტი დაგმო.

ამ შეტევას 70 ადამიანი ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი კი დაშავდა.

უცხოური მედია სავარაუდო სამიზნეებად სამხედრო ობიექტებს ასახელებს. მათ შორისაა ლატაკიაში მდებარე ჰმეი-მიმის ბაზაც, სადაც რუსეთის ძალებია დისლოცირებული.

დღის ამბები