21 დეკემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ეროვნულ არქივში განახლებული კინოდარბაზი გაიხსნა

ეროვნულ არქივში განახლებული კინოდარბაზი გაიხსნა.

140 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი საქართველოში ერთადერთი იქნება, სადაც ფილმის პროექცია კინოფირიდანაც იქნება შესაძლებელი.

კინოდარბაზს 25 წლის განმავლობაში ფუნქცია ჰქონდა დაკარგული და მას დოკუმენტების საცავად იყენებდნენ. 

„ეს იქნება ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე კინოდარბაზი, რომელიც არ იქნება კომერციული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც შევძლებთ, ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვაჩვენოთ, თუ რას ინახავს ეროვნული არქივი,“ - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.  

დღის ამბები