21 დეკემბერი 2024,   19:44
ვრცლად
კვირიკაშვილის, კობახიძისა და უმრავლესობის საგანგებო შეხვედრა - "ქართულ ოცნებაში" ფოფხაძის საკითხზე იმსჯელეს

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ფრაქციების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში დეპუტატები ადასტურებდნენ, რომ საუბარი გედევან ფოფხაძის პატიიდან გასვლა-დარჩენის საკითზე შედგა.

„ერთი-ორი სიტყვა ითქვა გედევანის შესახებ... სად ხედავთ დაპირისპირებას?“ - განაცხადა შოთა შალელიშვილმა.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომრის გადაყენების საკითხი არ განხილულა.

„ყოველგვარი იმპიჩმენტის საკითხს გამოვრიცხავ. ის მოცემულობა, რომელიც არსებობს, არის ადექვატური იმ პოლიტიკური ძალთაგანლაგების, რომელიც არის უმრავლესობაში. შესაძლებელია, არსებობდეს გარკვეული წინააღმდეგობა და ამ წინააღმდეგობების დაძლევის მექანიზმის შემუშავებაზე ვილაპარაკეთ,“ - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

დღის ამბები