თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თურქულ-ისლამური ხელოვნების გამოფენას მასპინძლობს.
ექსპოზიციაზე ისლამური პერიოდის თურქული ხელოვნების სხვადასხვა დარგის 73 ნამუშევარია წარდგენილი.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, ხელით ნაქსოვი თურქული ხალიჩების სხვადასხვა ნიმუში ნახონ.
გამოფენა 13 აპრილამდე გაგრძელდება.