21 დეკემბერი 2024,   20:05
ვრცლად
6 დღე მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიიდან - ამ დრომდე გაურკვეველია, რამ იმსხვერპლა 6 ადამიანის სიცოცხლე

მინდელის შახტში დაღუპული 6 მეშახტიდან 5 დღეს დაკრძალეს. მე-6 გარდაცვლილს კი ტყიბულში 12 აპრილს დაკრძალავენ.

მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიიდან ზუსტად 6 დღე გავიდა. დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არ იციან, რა გახდა მეშახტეთა სიკვდილის მიზეზი - უსაფრთხოების ნორმების დარღვევა თუ უბედური ემთხვევა. ჭირისუფლები ახლა გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

სამოქალაქო სექტორი პასუხისმგებლობას ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, აკისრებს. მთავარ კითხვებზე პასუხების მისაღებად კი პროფკავშირი დროებით შახტის დახურვას მოითხოვს და საქართველოში უკრაინელ ექსპერტებს იწვევს.

სპეციალისტებმა მინდელის შახტის იმ უბანზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მუშაობა ხვალიდან უნდა დაიწყონ.

5 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, შახტის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები შრომის პირობების გაუმჯობესებას კიდევ ერთხელ ითხოვენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათი ანაზღაურება შრომასთან შეუსაბამოა.

კომპანია საქნახშირი გარდაცვლილთა ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება. მათ შორის დაფარავს დაკრძალვის ხარჯებსაც.

შრომის უსაფრთხოებაზე მთავრობას რომ ბევრი სამუშაო აქვს, ამას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავდნენ.

ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს ოპოზიცია და მთავრობას მოუწოდებს, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოებაზე სათანადოდ იზრუნოს.

ტრაგედიის ადგილს ჩეხი და შვეიცარიელი სპეციალისტებიც შეისწავლიან.

 

 

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები