21 დეკემბერი 2024,   20:08
ვრცლად
ახალი პარკინგსკანერები თბილისის ქუჩებში - "სითი პარკი" თბილისის სატრანსპორტო სამსახურმა ჩაანაცვლა

სითი პარკი თბილისის სატრანსპორტო სამსახურმა ჩაანაცვლა. პარკირების სიტემის ადმინისტრატორობას დღეიდან თბილისი პარკინგი შეითავსებს და ჯარიმიდან შემოსულ თანხასაც თავად განკარგავს.

მერიის პარკინგინსპექტორები თბილისის ქუჩებში დღეიდან გამოჩნდნენ. არასწორად გაჩერებულ ავტომობილებს, სითი პარკის ინსპექტორების ნაცვლად, მერიის 76 თანამშრომლები გამოვლენს და დააჯარიმებს. ახალი ჯერ მხოლოდ ფორმა და პარკინგსკანერებია, წესები და ჯარიმები ძველი რჩება.

პარკირების მომსახურების საფასური წლიური კვლავ 50 ლარი იქნება და ჯარიმაც არასწორი პარკირებისთვის ისევ 10 ლარი დარჩება. საურავი გადაუხდელ ჯარიმაზე ისევ 150 ლარი იქნება. ევაკუატორის მომსახურების ღირებულება არ იცვლება და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი მანქანის შემთხვევაში, ჯარიმასთან ერთად, ევაკუატორის მომსახურების საფასური უნდა გადაიხადოთ.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი პარკირების გამო, მოძრაობას შეაფერხებს, მანქანების ევაკუაცია ორ ძველ და ერთ ახალ საჯარიმო ავტოსადგომზე მოხდება. მძღოლებმა მანქანების თამარ მეფის გამზირზე, ქავთარაძის ან ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სადგომებზე უნდა მიაკითხონ.

ასევე ინსპექტორებს გადაადგილებაში სამსახურის ბალანსზე მქონე 4 მსუბუქი ავტომობილი მოემსახურება. ამუშავდა საინფორმაციო ოფისიც, სადაც მძღოლებს ქოლცენტრის სამი თანამშრომელი მოემსახურება. პარალელურად ამოქმედდა ახალი ვებგვერდი, რომლის დახმარებითაც მოსახლება პარკინგის შესახებ ინფორმაციას მიიღებს. ამავე ვებგვერდით შესაძლებელი იქნება დაწერილი ჯარიმების გადახდა.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მერიამ დედაქალაქში საპარკინგე ადგილების ასაშენებლად ბიზნესსექტორი უნდა ჩართოს.

სითი პარკისა და თბილისის მერიას შორის ორმხრივად ხელშეკრულება დღეს გაწყდა.

ახალი სამუშაოს შესასრულებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 4 მილიონი ლარი გამოეყო. დღიდან კომპანიას 2 ათას 85 მისამართზე განთავსებული 33 ათასი საპარკინგე ადგილის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ევალება.

მერის დავალებით, კომპანიის ტექნიკური სამსახურმა საინფორმაციო აბრები და ნახაზები 751 მისამართზე უნდა მოაწესრიგოს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები