თბილისში ცოტა ხნის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ზემო ვეძისში ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ადამიანი დაჭრეს.
როგორც ცნობლია, დაჭრილებს შორის არის მორაგბე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, ლაშა საჯაია. დაჭრილია ასევე მისი მეგობარი გოგო და ასევე ლაშა საჯაიას ძმა.
ერთ-ერთი ვერსიით, ურთიერშელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც შეირაღებული თავდასხმა მოხდა.
თვითმხილველების ნაწილი კი ამბობს, რომ მათ ხმაური არ გაუგიათ და გასროლა მიმავალი ავტომობილიდან განხორციელდა.
დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
ამ წუთებში ზემო ვეძისში, სადაც თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით მიმდინარეობს - 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.