21 დეკემბერი 2024,   20:10
ვრცლად
განხეთქილება "ქართულ ოცნებაში" - დეპუტატების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირებას ირაკლი კობახიძის სკამი შეეწიროს

ქართული ოცნების დეპუტატები მმართველ პარტიაში შექმნილ კრიზისზე ღიად ალაპარაკდნენ. ასევე, ამ დაპირისპირების ფონზე უკვე ხმამაღლა ადასტურებენ, რომ პარტიაში არსებობენ პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის დაჯგუფებები.

ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო, გედევან ფოფხაძის პროტესტით დაწყებული დაპირისპირება უკვე გადაიზარდა ირაკლი კობახიძის მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებში. დღეს რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ  პარლამენტის თავმჯდომარის ავტორიტარული ტონი შესაძლოა, მისი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნის საფუძველი გახდეს. გარდა ამისა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ისიც თქვა, რომ პოლიტიკური კრიზისის შექმნაში სწორედ ირაკლი კობახიძეა დამნაშავე.

მძიმე ბრალდებებზე პასუხი დღეს არ გაუცია პარლამენტის თავმჯდომარეს.

რაც შეეხება გედევან ფოფხაძე, რომელის უმრავლესობიდან წასვლამაც ქართლი ოცნებაში  კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა, ის საქართველოში არ იმყოფება.

დეპუტატი დილით ბაქოში გაფრინდა. წასვლის წინ კი კურიერთან სატელეფონო კომენტარში დააანონსა, რომ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი უმრავლესობის სხდომაზე შედგება, სადაც თავადაც მივა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები