21 დეკემბერი 2024,   19:53
ვრცლად
"შემდეგ შეხვედრაზე ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას, სადაც დასასჯელს დასჯიან" - ანი მიროტაძე მმართველ გუნდში განხეთქილებაზე

ეროვნული ფორუმის წევრი, ქართული ოცნების ყოფილი წარმომადგენელი, ანი მიროტაძე, საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირებაზე  საუბრობს და აცხადებს, რომ ნინია კაკაბაძის არჩევა მმართველ გუნდში ამხელა აჟიოტაჟს და განხეთქილებას ვერ მოიტანდა და ეს მხოლოდ მიზეზია.

ანი მიროტაძე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ გუნდში კომუნიკაცია არ არის და გედევან ფოფხაძის წასვლა მხოლოდ ნინია კაკაბაძის არჩევასთან არ არის დაკავშირებული.

მიროტაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს „წამოსცდა“, რომ მმართველი გუნდის ახალი წევრები პრემიერს ებრძვიან.

„მე ვფიქრობ, რომ ცოტა ღრმა არის ეს პრობლემა და მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ ახლა მოხდება ამის გადაფარვა რაღაც ეტაპამდე, მაგრამ მეორე სერია იქნება მოგვიანებით. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ეს პროცესები არ მიმდინარეობს მხოლოდ პარლამენტში იმიტომ, რომ ძველების და ახლების პრობლემა არის დედაქალაქის საკრებულოშიც, სადაც ე.წ. საკრებულოს თანამდებობები კომისიის ხელმძღვანელების დაკავებული აქვთ სწორედ ახალი თაობის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს,“ - განაცხადა მიროტაძემ.

ანი მიროტაძის თქმით, საკრებულოს წევრების ნაწილი უშუალოდ არიან დაკავშირებულები ქალაქის მერთან, კახა კალაძესთან.

მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შემდგომ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას, სადაც დასასჯელს დასჯიან, ვისთვისაც თითი დასაქნევი იქნება, თითს დაუქნევენ და შესაბამისად, მერე გადაწყდება, როგორ უნდა გაგრძელდეს თანაცხოვრება უახლოეს მომავალში მაინც,“ - განაცხადა მიროტაძემ.

დღის ამბები