21 დეკემბერი 2024,   20:21
ვრცლად
კობახიძეს ან მდინარაძეს არ გადააყენებენ, თუ არ მოუნდა ბატონ ბიძინას - ნინო გოგუაძე

„ისეთმა ადამიანებმა დაუჭირებს მხარი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, მათ რომ არ ჰქონოდათ პირდაპირი მითითება, რომ მხარი დაეჭირათ ნინია კაკაბაძისთვის და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისგან, არავითარ შემთხვევაში ეს ადამიანები მხარს არ დაუჭერდნენ,“ - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანმა, ნინო გოგუაძემ, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ განხეთქილებაზე გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ნინო გოგუაძის თქმით, მმართველ გუნდში დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს არ სცემენ და ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ გამოთქმული ურთოერთბრალდებები ღირებულებით დაპირისპირებას არ წარმოადგენს.

„მათი საერთო ღირებულება არის უმრავლესობაში ყოფნის სიმყუდროვე და ისინი სწორედ სასტიკად ვერ იტანენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მათ ამ სიმყუდროვეს ურღვევს სწორედ იმით, რომ უანგაროდ და პრინციპულად იცავენ ღირებულებებს,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ნინო გოგუაძე გედევან ფოფხაძის განცხადებას ახმაურება და აცხადებს, რომ ფოფხაძე თავისი ნებით უმრავლესობას არ დატოვებს.

„ფოფხაძის მთავარი ღირებულება არის ბორჯომში საკუთარი მდგომარეობა. ასე რომ, თუ ის ძალიან ბევრს იჭირვეულებს, მას შეიძლება სურს, რომ დატოვოს უმრავლესობა, მაგრამ 117 ადამიანია უკვე უმრავლესობაში და ერთი ადამიანის ფასი ისეთი არ არის, როგორც მაშინ იყო, როცა დაიტოვეს. ასე რომ, მას შეიძლება, დაატოვებინონ უმრავლესობა,“ - განაცხადა გოგუაძემ.

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, თავად ბიძინა ივანიშვილს აწყობდეს საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირება.

გოგუაძე აცხადებს, რომ ახლა 2020 წლისთვის მიდის ბრძოლა, თუ ვინ  დარჩება  საპარლამენტო უმრავლესობაში. 

"უბრალოდ ძალიან სასაცილოა, გადააყენებენ თუ არა ან კობახიძეს ან მდინარაძეს. არ გადააყენებენ, თუ არ მოუნდა ბატონ ბიძინას და გადააყენებენ, თუ მოუნდა ბატონ ბიძინას. ძალიან მარტოვად არის აქ საქმე," - აცხადებს გოგუაძე.

დღის ამბები