21 დეკემბერი 2024,   20:25
ვრცლად
ადვოკატის მტკიცებით, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც ნიგერიელ სტუდენტებს უსწორდებოდა, დანა ჰქონდა

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც ნიგერიელ სტუდენტებს უსწორდებოდა, დანა ჰქონდა.

ამის შესახებ განცხადება დაზარალებულების ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ის ამბობს, რომ უცნაურია, როდესაც მოძალადე ქართველი მამაკაცები უცებ გადაიქცნენ დაჩაგრულ პირებად. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები ვიდეოს სახით.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, დისკრიმინაციის მოტივი ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ბატონი, რომელიც შევიდა პირველად სტადიონზე, მან მოსთხოვა ნიგერიელ სტუდენტებს, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა იმიტომ, რომ ის მათი არ იყო.

ადვოკატი ასევე ეხმაურება თბილისის მერის ინიციატივას, ამხანაგურ თამაშთან დაკავშირებით და ამბობს, რომ "ეს უფრო ჰგავს არა შერიგებას, არამედ მომხდარის მიჩქმალვის მცდელობას".   

დღის ამბები