21 დეკემბერი 2024,   19:10
ვრცლად
მოსამართლეების დისციპლინური დევნა და გადატვირთული სასამართლო - მოსამართლეები და კანონმდებლები სასამართლო რეფორმაზე მსჯელობენ

სასამართლო სისტემაში დაგეგმილი რეფორმის მეოთხე ტალღაზე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები მსჯელობენ.

შეხვედრა დახურულია, თუმცა ცნობილია, რომ განხილვის მთავარი თემა, რეფორმის ფარგლებში მისაღები კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებია.

ცვლილება იგეგმება მოსამართლეთა დისციპლინური დევნის სამართალწარმოებაშიც. ერთ-ერთი ვერსიით, საუბარია რომ საქმიდან დაუსაბუთებელი თვითაცილების შემთხვევაში მოსამართლე შეიძლება დაექვემდებაროს დისციპლინურ სამართალწარმოებას.

ასევე კონფერენციაზე საუბარია, სასამართლოებში არსებულ გადატვირთულობაზე და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე.

სასამართლო ხელისუფლების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს მოსამართლეების და მათ შორის გამოუცდელი მოსამართლეების სრული დატვირთვა.

„უნდა იყოს მოსამართლეების ის რაოდენობა, რომელიც შეძლებს რომ გაწიოს ამ რაოდენობის საქმე. მთავარია, შევთანხმდეთ, რომ მოსახლეობის მიხედვით გადავთვალოთ რამდენი მოსახლეა საქართველოში და რამდენი მოსამართლე დასჭირდება, არის ამის სტატისტიკა და გამოცდილება ევროპაში“-აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე.

მურუსიძის თქმით, შესაძლებელია ისეთი მარტივი საქმეების გადაწყვეტა, როგორიც მაგალითად , ონლაინ სესხებზე არსებული დავებია ჩააბარონ მაგისტრს. მისი თქმით, თუ საჭირო გახდება შემდეგ გასაჩივრდა მაგისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა, მურუსიძის თქმით, მაგისტრის ინსტიტუტის შემოღებაზე პარლამენტმა უარი თქვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი მაგისტრის ინსტიტუტის შემოღებას ან ახალბედა მოსამართლეებზე საქმეების გადანაწილებას პრობლემის მოგვარების გზად არ თვლის. ანა დოლიძის თქმით, ეს გამოუცდელი მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინურ დევნას გამოიწვევს.

„მთავარი ინიციატივა, რომელიც მოდის სასამართლოს მხრიდან არის ის, რომ ახლად დანიშნული მოსამართლეები უნდა დავტვირთოთ სრული დატვირთვით , რაც მიუღებელია და რაც წარმოადგენს საშუალებას, რომ მალევე ისინიც გახდნენ დისციპლინური დევნის ობიექტები.

ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, პირიქით უნდა ვნახოთ სისტემურად რას ეფუძნება პრობლემების ასეთი წარმოსახვა“- აცხადებს ანა დოლიძე.

შეხვედრას პარლამენტის თავჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებიან. დეპუტატი დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მეოთხე ტალღის რეფორმის პროცესში ყველა ის რეგულაცია იქნება მიღებული, რომელიც კიდევ უფრო წინ წასწევს საქართველოს სასამართლო სისტემას.

დღის ამბები