ფინანსთა მინისტრი ბანკების წინააღმდეგ - მამუკა ბახტაძემ დღეს აღარ დააკონკრეტა, რატომ მიიჩნევს, რომ საბანკო სისტემა ეკონომიკის მუხრუჭია. გუშინდელ პრეზენტაციაზე ბახტაძე ამბობდა, ბიზნესის დასაწყებად მეწარმეებს ბანკები არც შანსს და არც სესხს აძლევენ, რაც ქვეყნაში პრობლემად იქცა.
მამუკა ხაზარაძე მამუკა ბახტაძეს არ ეთანხმება და ფინანსთა მინისტრს ახსენებს, რა როლი აქვთ ქართულ ბანკებს ქართული ბიზნესის განვითარებაში.
პოლიტიკური პარტიების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ახლა იმას იწუნებს, რასაც ხელი თავად შეუწყო. გამოსავალი კი ეკონომიკის ზრდაშია, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.
ფინანსთა მინისტრი დღეს არ ყოფილა ერთადერთი, ვინც საბანკო სექტორი გააკრიტიკა. პარლამენტის წევრებმა დღეს ბანკები მევახშეებს შეადარეს და ამ საფინანსო ინსტიტუტებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება მოითხოვეს.
ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემცირება არა ხელოვნური ჩარევით არამედ მზარდი ეკონომიკით უნდა მოხდეს.
ფინანსთა მინისტრმა ბანკები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი დამწყებ ბინზესმენებს კრედიტებს არ აძლევენ. მთავრობა ამბობს, რომ ამ გამოსავალი უკვე მოძებნა. ის საერთაშორისო დონორებიდან ფულს მოიზიდავს, დანარჩენს ბიუჯეტიდან გამოყოფს და მეწარმეებს ბიზნესის დასაწყებად მისცეს.
სტარტაპების პროგრამას საქართველოს მთავრობა ბანკების გარეშე ვერ განხორციელდება, ამიტომ ფინანსთა მინისტრი საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავს.