26 დეკემბერი 2024,   20:55
ვრცლად
მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე - ვეფხვია ბაქრაძეს უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 6-ჯერ უთხრა

ვეფხვია ბაქრაძის გათავისუფლებაზე უდოს კომისიის მხრიდან 6-ჯერ ეთქვა უარი. ამის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რაც უდოს კომისიას აქვს, არსებობდა საფუძველი რომ ვეფხია ბაქრაძე პატიმრობაში დარჩენილიყო. მათ შორის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით მიზეზებს შორის, რის გამოც მას უარი ეთქვა  ეს არის ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და მომავალში მსგავსი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

ვეფხია ბაქრაძე სასჯელს 2015 წლიდან იხდიდა. ის ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო მიეცა პასუხისგებაში. 2017 წელს კი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.

ვეფხვია ბაქრაძეს ამჯერად გამოძიება გერის მკვლელობას ედავება. სამართალდამცავების ინფორმაციით, მან ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით ბარნოვის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში გერი, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლა.   

დღის ამბები