26 დეკემბერი 2024,   19:55
ვრცლად
მეორე გოგო, მარი, კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა - მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა ქმარზე საუბრობს 

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა მკვლელობაში ბრალდებულის, მისი ყოფილი ქმრის, ვეფხვია ბაქრაძის შესახებ საუბრობს.

ნათია გობაძე ჰყვება, რომ ის ერთადერთი არ იყო, ვისზეც მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბაქრაძე ძალადობდა.

გობაძის თქმით, ვეფხვია ბაქრაძე სცემდა საკუთარ ორ ქალიშვილსაც. ერთ-ერთ ქალიშვილზე ფიზიკური ძალადობის შედეგად კი, ორსულმა ქალმა ნაყოფიც დაკარგა.

„თავის შვილსაც ძალიან ამწარებდა ამ ლიკას...სცემდა, რამდენჯერ ხელიდან გამომიგლეჯია, რომ ბავშვი მკვდარი გამიცოცხლებია მაგისი შვილი და მაგისი მეორე გოგო, მარი, კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა. მარტო ჩემი შვილი კი არა, თავის შვილიშვილიც ჰყავს მკვდარი მაგას.

მეუბნებოდა, ან ჩემ გვერდზე იქნები ან უნდა მოგკლაო. ჩემი შვილი არ უთმობდა და ეუბნებოდა შენ დედაჩემი გჭირდება. იყენებ, ეს არ არის სიყვარული, დედაჩემის ნაშრომს შენ გვიჭამო, ეგ ჰქონდა ჩემს შვილს პრობლემად, ამ ყველაფერს რომ ხედავდა მეუბნებოდა, რატომ აკვლევინებ თავს, რა ვალდებული ხარ, რომ შეინახოო“-ამბობს ნათია გობაძე.

დღის ამბები